სამუშაო შეხვედრა კაჭრეთში

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით და გაერო-ს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, კაჭრეთში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან ზოგადი, არაფორმალური და სკოლამდელი განათლების მიმართულებით არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ორდღიანი სამუშაო შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე ზოგადი განათლების რეფორმის გამოწვევებთან და გადაჭრის გზებთან დაკავშირებით, ასევე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ე.წ. ახალი სკოლის კონცეფციის შესახებ მსჯელობენ.