ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გეგმა

რა ხარვეზებია მართლმსაჯულების სისტემაში. ევროკავშირის რეკომენდაციებზე, რომლიდანაც ერთ-ერთი სასამართლო რეფორმაა, მუშაობა გრძელდება. დისკუსიებში მონაწილეობს ოპოზიციის ერთი ნაწილი. მათ შორის „გირჩი“ „მოქალაქეები“ „საქართველოსთვის“ და „ევროპელი სოციალისტები“. პარტიების მეორე ნაწილი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ კი ამ პროცესს უნდობლობას უცხადებს. ისინი რიგგარეშე სესიის დანიშვნას და საკონსტიტუციო ცვლილებებს ითხოვენ. საკუთარ სამოქმედო გეგმას აღნიშნული პარტიები მიმდინარე კვირაში წარადგენენ.