„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ კონტრაქციაზე დაკავებულთა უმეტესობას სასამართლომ ჯარიმა დააკისრა
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ კონტრაქციაზე დაკავებულთა უმეტესობას სასამართლომ ჯარიმა დააკისრა

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ კონტრაქციაზე დაკავებული „ქართული მარშის“ მხარდამჭერების საქმეზე სასამართლომ იმსჯელა.

აქციის 10 მონაწილე მოსამართლე ნინო ჭალიძემ 400 ლარით დააჯარიმა, ორი მონაწილე 250 ლარით, სამი მონაწილე კი 300 ლარით.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე კი მოსამართლემ სიტყვიერად გააფრთხილა.

დღესვე მოსამართლემ გიორგი გაბედავას საკითხზეც იმსჯელა და ის 450 ლარით დააჯარიმა. როგორც გაბედავა აღნიშნავს, ჯარიმის გადახდას არ აპირებს, რადგან მის დაკავებას უსამართლოდ მიიჩნევს.

დაკავებულები თავდაპირველად ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებს ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობას, სამართალდამცველთა მიმართ წინააღმდეგობის გაწევასა და დაუმორჩილებლობას გულისხმობს.