დაბინძურებული ჰაერი რუსთავში

რუსთავში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილეს.

სამოქალაქო აქტივისტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი შეხვდნენ. საუბარი შეეხო არსებული საწარმოების მიერ ჰაერის დაბინძურებას, ასევე მეორადი ზეთის გადამამუშავებელ საწარმოს, რომლის მშენებლობა რუსთავში იგეგმება.

მხარეები სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც უკვე იანვარში საკანონმდებლო ცვლილებებზე იმუშავებს. საწარმოებისთვის, რომლებიც დადგენილი მოთხოვნების დარღვევით იმუშავებენ, სავარაუდოდ ჯარიმები გაიზრდება.