7 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი მოიწამლა ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო. ყველა მათგანის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. შემთხვევა თემქაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა.
გაზმა, სავარაუდოდ, წყლის გამათბობელიდან გაჟონა. ინტოქსიკაციის დიაგნოზით 6 მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმესაათიანი დაკვირვების შემდეგ კი ექიმებმა პაციენტები გუშინვე გაწერეს. ინციდენტის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და კომპანია “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
მათი ინფორმაციით, ოჯახში ღია კამერიან წყალ-გამათბობელს იყენებდნენ, რომლის დამონტაჟებაც დახურულ სივრცეში აკრძალულია. მიმდინარეობას გამოძიება.