ტელეკომპანიების დავალიანება და ინკასო ანგარიშებზე

ხვალ უნდა გახდეს ცნობილი, გადაუვადებენ თუ არა კერძო ტელე-კომპანიებს ბოლო ორ თვეში დაგროვილ საგადასახადო დავალიანებას და მოხსიან თუ არა ინკასოს.

„ტვ პირველის“ და „კავკასიის“ ხელმძღვანელები ფინანსთა მინისტრთან შესახვედრად ემზადებიან. მანამდე კი მითითებული ორი არხის და „რუსთავი 2“-ის საბანკო ანგარიშებზე ინკასოს დადება აქციებით გააპროტესტეს. კერძო ტელე-კომპანიების წარმომადგენლები ოპოზიციასთან ერთად ხელისუფლებას შერჩევით მიდგომაში ადანაშაულებენ და აინტერესებთ, სხვადასხვა ტელევიზიის მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი სოლიდური დავალიანების ფონზე, რატომ გახდა მხოლოდ სამი თვის დავალიანების გამო ასეთი მკაცრი ზომების მიღება საჭირო.

მედია-საშუალებების ნაწილი ტელევიზიების არათანაბარ პირობებზე მიუთითებს და  გადაწყვეტილების მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავს.