მთავრობის სხდომა - განცხადებები​

ეკონომიკის სამინისტროს, ფრენებთან დაკავშირებით გაზრდილ ფასებზე, პრემიერისგან კონკრეტული დავალება უკვე მიეცა. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ფიზიკურ პირებს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს, ჩამოეწერებათ 2021 წლის იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება, დარიცხული საურავების ჩათვლით. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ამ თემებზე განცხადებები უწყების ხელმძღვანელებმაც გააკეთეს.

ანა ბროლაძე დეტალებით.