აგრარული სკოლა დმანისის მუნიციპალიტეტში

USAID-ის მხარდაჭერით, შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია“ არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში ახალი სასოფლო სამეურნეო ტრენინგ ცენტრის დაფუძნებას გეგმავს. კერძოდ, ცნობილი შვეიცარიული სასოფლო-სამეურნეო სკოლა „პლანტა-ჰოფიდან“ ექვსი საერთაშორისოდ აღიარებული ტრენინგ-პროგრამის რეპლიკაცია იგეგმება, პროგრამები მოიცავს: სასოფლო სამეურნეო ცხოველთა მოვლას, რძის გადამუშავებას, სასოფლო სამეურნეო ცხოველთა კვებას, ცხოველთა ჯანმრთელობას, მემცენარეობას და აგრომექანიზაციას, საძოვრების მართვას და საკვების კონსერვაციას. შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია დაინტერესებულ პირებს მოქნილ სასწავლო გრაფიკს, საერთო საცხოვრებელსა და დისტანციური სწავლების შესაძლებლობებს სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში ტრენინგებს 137 მსმენელი გაივლის, 100 გადამზადებული კურსდამთავრებული კი დასაქმების პირობებს გაიუმჯობესებს.

რუსუდან ლოლაძის და ზაზა ბარამიძის სიუჟეტი.