კახი კალაძის სარჩელის განხილვა

„ტვ პირველისა“ და ტელეწამყვანის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. მომჩივანია თბილისის მერი. კახა კალაძის ადვოკატის თქმით, მამულაშვილმა წყაროს მითითების გარეშე, მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ კალაძემ ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო, რაც სიცრუეა და მტკიცებულებები არ გააჩნია.

თბილისის მერი ჟურნალისტის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და 100 000 ლარს ითხოვს.