თავდასხმა „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე

„TV პირველის“ ინფორმაციით, ბათუმში მათ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. როგორც ტელეკომპანია იუწყება, ნაცემია მათი ოპერატორი. მათივე ცნობით, ინციდენტი 26 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ ოპერატორი პირდაპირ ეთერში სტუმრად უფლებადამცველს რთავდა, რა დროსაც თავს დაესხნენ. საკითხზე განცხადება გაავრცელა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ უწყება ინტენსიურ რეჟიმში ყველა საჭირო მოქმედებას ატარებს.