თბილისში ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო

თბილისის მერიამ ქალაქში ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ის ადგილები შეთანხმდა, სადაც ხიდების ნაცვლად, ზებრა-გადასასვლელები მოეწყობა. შუქნიშნებით რეგულირებული, ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელები სულ ოც ადგილზე განთავსდება.

საფეხმავლო ხიდების დემონტაჟის პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 307 805 ლარი დაიხარჯება.