თბილისში აფეთქებისას დაშავებულების მდგომარეობა - ბოლო ინფორმაცია

აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან, იაშვილის კლინიკაშიოთხი წლის გოგონა რჩება, ოპერაციის შემდეგ, ის მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობს.

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.