22 მარტი მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, თბილისის ზღვაზე წყლის სინჯების აღების პროცესში მიიღო მონაწილეობა.
სპეციალისტებმა აღებულ სინჯებში წყლის ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები ადგილზე განსაზღვრეს, ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევები, გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში ჩატარდება, ხოლო შედეგები ათ დღეში გახდება ცნობილი.