იყო თუ არა ახმედ ჩატაევი თბილისის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული. პანკისის ხეობაში ვერსიებზე საუბარი უჭირთ. ბოლოს როდის იმყოფებოდა ის ხეობაში, საკუთარი ოჯახის მოსანახულებლად ადგილობრივები ინფორმაციას არ ფლობენ. მოსახლეობა ადასტურებს, რომ ჩატაევის მეუღლე გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჯერ სოფ. ხალაწანში, შემდეგ კი სოფ. დუისში დედასთან ერთად ცხოვრობდა. საკითხზე სატელევიზიო კომენტარების გაკეთებას ერიდებიან ადგილობრივები, თუმცა პირად საუბრებში აცხადებენ, რომ აინა მარგოშვილი სამ თვეზე მეტია არ უნახავთ.