თბილისის საკრებულოში სხდომა დღეს შოვის ტრაგედიის გამო წუთიერი დუმილით დაიწყო.
საკრებულოში დედაქალაქში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებზე მსჯელობენ. წინასწარ ცნობილია, რომ საკითხს ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ყველა პროექტის დამტკიცება მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით ხდება და უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის. ოპონენტების მოსაზრებებს მმართველი გუნდის წევრები არ იზიარებენ და მიაჩნიათ, რომ თემით სპეკულირება ხდება და თბილისში ყველა სამშენებლო პროექტის განხორციელება დარგის სპეციალისტებთან თანხმდება. თბილისში სამშენებლო პროექტის განხორციელება რამდენიმე უბანში იგეგმება, მათ შორის „ლაგუნა ვერესა“ და „კინგ დევიდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.