აქცია-პერფორმანსი პარლამენტთან

პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი იმართება, სახელწოდებით – „რუსი აგენტების წინააღმდეგ!“. საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილია შეკრებილი. მთავარი მოთხოვნაა, დააკავონ ოთარ ფარცხალაძე და გაუქმდეს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება.

შეკრებილების თქმით, ბევრი კითხვა არსებობს როგორც შოვის ტრაგედიასთან, ასევე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.