საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა

„ნაციონალური მოძრაობა“ საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების დანაშაულებრივ გულგრილობაზე გამოძიება დაიწყონ. პარტიაში მიაჩნიათ, რომ შოვის ტრაგედია „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი უმოქმედობის, გულგრილობისა და კორუფციული ინტერესების შედეგია. ლევან ხაბეიშვილი შოვის ტრაგედიაში გულგრილობაში პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებს ადანაშაულებს.

ბრალდებებს უპასუხეს „ქართულ ოცნებაში“, პარტიაში „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებენ.