შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან – ვახტანგ გომელაური საკანონმდებლო ორგანოში ერთ საათში მივა. ის შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ინტერპელაციის წესით არის დაბარებული. ოპოზიცია ინტერესდება, რამდენად გამართულად იმუშავეს შესაბამისმა უწყებებმა, ადრეული გაფრთხილების სისტემების, ვერტმფრენებისა და სამაშველო ოპერაციის საკითხით. მათ მიაჩნიათ, რომ შოვში მასშტაბური ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფო უწყებებმა დროული რეაგირება ვერ მოახდინეს.

მმართველი გუნდი „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ისინი შოვის ტრაგედიას პარტიული მიზნებისთვის იყენებენ. შეიქმნება თუ არა აღნიშნულ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისია, ეს ვახტანგ გომელაურის მოსმენის შემდეგ გაირკვევა.