კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევები

სტიქიური მოვლენები საქართველოს რეგიონებში და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევები – ამ თემებზე ისაუბრა გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა ნინო ჩხობაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ის რაც საქართველოში ხდება, გლობალური პროცესების ნაწილია. საკითხის სიმწვავე კი უფროა მეტად შოვის ტრაგედიის შემდეგ გააქტიურდა.

ჩხობაძის განცხადებით, პრობლემის მოსაგვარებლად ერთობლივი მუშაობაა საჭირო, თუმცა ამ ეტაპზე პასუხისმგებელი უწყება არ არსებობს. საჭიროა დღესვე დავიწყოთ ქმედება. ყველა უწყება უნდა მუშაობდეს სხვადასხვა მიმართულებით.