თბილისის საკრებულოს სხდომა

ახალი სამშენებლო პროექტის განხილვა მორიგი ბრალდებების მიზეზია თბილისის საკრებულოში. ამჯერად საკითხი ისანში განსახორციელებელ პროექტს ეხება, რომლის სახელიც ფონდ „ქართუს“ უკავშირდება.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, თბილისის საკრებულოში დღეს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე საუბარს ხმაური და ურთიერთბრალდებები მოჰყვა.