თბილისის მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო

თბილისის მთავრობის დღევანდელი სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ მთელი ქვეყანა ჭირისუფალია.

დღესვე მერის მოადგილემ, მაია ბითაძე კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელში გავრცელებულ პეტიციაზე, რომ მოსკოვის პროსპექტს სახელი გადაერქვას და არჩილ ტატუნაშვილის სახელი მიენიჭოს.

მერის მოადგილე აღნიშნავს, სახელმწიფომ ერთიანი პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს, როგორ მოხდება ქუჩების სახელდება დაღუპული გმირების პატივსაცემად.