ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

სამი წელი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირი ქართველის ხსოვნას მისი ოჯახის წევრებთან ერთად დღეს პატივი სამხედრო მოსამსახურეებმა მიაგეს. ტატუნაშვილის ოჯახს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადეს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა, ჯონი ტატუნაშვილმა და სხვა სამხედრო მოსამსახურეებმა.

სამი წლის წინ 22 თებერვალს, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს.

უმცროსი სერჟანტი, არჩილ ტატუნაშვილი თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.