არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან ორი წელი გავიდა

არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან ორი წელი გავიდა. ქართველი გმირი დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. არჩილ ტატუნაშვილი 2018 წელს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს და წამებით მოკლეს, თუმცა, დამნაშავეების დასჯა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარმოებაში მიღებული აქვს „ემპათიის“ მიერ მომზადებული სარჩელი „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, ცენტრი ახლა ევროსასამართლოს მხრიდან კომუნიკაციის ეტაპზე გადასვლას ელოდება. სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეტანილი აქვს საქართველოს სახელმწიფოსაც.

მარიამ ბერძენიშვილი დეტალებით.

დატოვე კომენტარი