არჩილ ტატუნაშვილი - 39

დღეს ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. არჩილ ტატუნაშვილს 39 წელი შეუსრულდებოდა. თარიღს განცხადებით ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

„დღეს არჩილ ტატუნაშვილი 39 წლის გახდებოდა. არჩილმა ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაიღო სამშობლოსა და ღირსების დასაცავად. თითოეულ ჩვენგანს მუდამ გვემახსოვრება მისი გმირული თავგანწირვა, მის მაგალითზე აღიზრდებიან მომავალი თაობები. ჩვენ ყველა საერთაშორისო-სამართლებრივ ბერკეტს ვიყენებთ იმისთვის, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის მის სიკვდილში. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესთან ერთად, პატივს მივაგებთ დიდი მამულიშვილის ნათელ ხსოვნას“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.