თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმა

რამდენჯერმე დაწუნებული დოკუმენტი მიღებულია.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმა დასამტკიცებლად საკრებულოში იგზავნება.

ხარვეზების გასასწორებლად მესამედ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ დედაქალაქის მთავრობამ “სითი ინსტიტუტის” მიერ მომზადებული პროექტი ამჯერად მოიწონა. ეს არის 12 წელზე გათვლილი გეგმა, რომელიც განაშენიანების პროცესს, სამშენებლო ნებართვების გაცემას, ქალაქის გამწვანების საკითხებს და სატრანსპორტო პოლიტიკას არეგულირებს.

დოკუმენტის მიხედვით, თბილისში ოთხი ახალი საქალაქო პარკი უნდა მოეწყოს, ცალკეა გამოყოფილი მშენებლობისთვის საფრთხისშემცველი ადგილებიც.

რამდენიმეთვიანი უთანხმოების შემდეგ, მერიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის შეთანხმების მიღწევით მმართველი გუნდი კმაყოფილია.

დოკუმენტის საბოლოო ვერსია ჯერ არ წაუკითხავს, თუმცა განხილვის დროს გეგმის ავტორებს საკუთარ რეკომენდაციებს შესთავაზებს საკრებულოს ოპოზიცია.