თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა

საკრებულო რამდენიმეთვიანი უთანხმოების შემდეგ მიღებული თბილისის განვითარების ახალი გეგმის განსახილველად ემზადება.

დოკუმენტის მიხედვით, იმ ადგილებში, სადაც სტიქიური მოვლენების განვითარების საფრთხეა, გარკვეული შეზღუდვები უნდა დაწესდეს. დედაქალაქში კი რამდენიმე პარკი უნდა გაშენდეს. მათ შორის ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, რომელიც გეგმაში ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველ ადგილადაა მიჩნეული.

ახლა მერიამ უნდა გადაწყვიტოს, რა ალტერნატიულ წინადადებებს შესთავაზებს ბაზრობის მესაკუთრეებს და ადგილზე დასაქმებულებს.