ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა. რეფორმის პირველი დღე მძღოლებისთვის რთული აღმოჩნდა. დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ გამზირზე დილიდან საცობია. კერძო ტრანსპორტს მოძრაობა მხოლოდ ერთ ზოლში შეუძლია, ქუჩის დიდი ნაწილი კი მუნიციპალური ტრანსპორტისთვის არის განკუთვნილი.
მოქალაქეთა ნაწილის უკმაყოფილებას ეხმაურებიან თბილისის მერიაში. დედაქალაქის მთავრობაში ამბობენ, რომ დღეს რეფორმის პირველი დღეა და ადაპტაციას გარკვეული დრო დასჭირდება.