საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საომარი მოქმედებების გამო იძულებით გადაადგილებული უკრაინელები, 15 ივლისიდან ყოველთვიურ ფულად დახმარებას მიიღებენ. პროგრამის მიხედვით, ოჯახზე 300 ლარი, დამატებით სულზე კი 45 ლარია გათვალისწინებული. თბილისის მერიაში განმარტავენ იმასაც, რომ 1 აგვისტოდან უკრაინელი დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის აქამდე არსებული პროგრამა სრულდება. ჯამში, სახელმწიფომ სასტუმროში ჯამში, 5 100-ზე მეტი ადამიანი განათავსა. საქართველოში მყოფი უკრაინელების დახმარებას განიხილავენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც.