რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს თბილისის მერია ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
გვინდა, გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებს, რომელიც პოლიტიკოსებისა და მედიის მხრიდან არაერთგვაროვნად შეფასდა.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დეკემბრის თვეში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებს არავითარი კავშირი არა აქვს რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებთან.
მოგეხსენებათ, თბილისში, პარლამენტის წინ ყოველწლიურად, ტრადიციულად იმართება საახალწლო ღონისძიებები. თბილისის მერიას არა აქვს არავითარი უფლებამოსილება, აუკრძალოს ან ნება დართოს აქციის მონაწილეებს, განათავსონ კარვები. შესაბამისად, მერიის თხოვნის გათვალისწინება არის მერიაში შემოსული წერილის ავტორების, ამ შემთხვევაში – აქციის ორგანიზატორების პრეროგატივა.
მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს და მედიის წარმომადგენლებს, ნუ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ პროცესს პოლიტიკური მიზნებისთვის და ნუ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში. თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის საკეთილდღეოდ და არა საზოგადოების გასახლეჩად და ადამიანების დასაპირისპირებლად,– აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.