„თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში გამართულ გუშინდელ ღონისძიებას და განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკური ლიდერები ეხმაურებიან.
ოპოზიციის წევრების განცხადებით, სამართალდამცველების მხრიდან გამოხატვის თავისუფლება დაცული იყო, თუმცა ოპოზიციის ნაწილის თქმით, სამართალდამცველებს უფრო მეტი ღონისძიების გატარება უნდა შეეძლოთ. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ გუშინდელი აქციის დროს პოლიციამ მაღალი სტანდარტებით იმოქმედა და ძალადობის პრევენცია უზრუნველყო.