„თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ „დედაენის ბაღში“ ლგბტქ აქტივისტების მიერ განთავსებული სპეციალური ყუთი გურამ ფალავანდიშვილმა დააზიანა. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, ფალავანდიშვილმა შეკრებილებს შეურაცხყოფაც მიაყენა, რის შემდეგაც პოლიციამ ფალავანდიშვილი ტერიტორიას განარიდა. პარალელურად, „დედაენის ბაღში“ ასევე იმყოფებოდნენ აქტივისტები, რომლებიც ლგბტქ თემის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.