საჯარო ლექცია დედაენის ბაღში

მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ წევრებმა დედაენის ბაღში სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართეს.

თემა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია იყო. მოძრაობის წევრებმა, შეხვედრის დროს, დაგეგმილ აქციაზე და მათ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. შეხვედრის მიმდინარეობის დროს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეების ნაწილი, შეხვედრაზე დასწრებას და ორგანიზატორებისთვის შეკითხვების დასმას მოითხოვდა. ამისი საშუალება მათ არ მიეცათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილის განმარტებით, ისინი ეწინააღმდეგებიან დაგეგმილ აქციებს და იმ მოთხოვნებს, რომელიც მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ წევრების მხრიდან ჟღერდება.