საერთაშორისო კონფერენცია

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, თბილისში რიგით მე-3 საერთაშორისო ლგბტქ+ კონფერენცია იმართება. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოში ბრიტანეთისა და ჰოლანდიის ელჩებმა გახსნეს. კონფერენცია მოიცავს პანელურ დისკუსიასა და ვორკშოპებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი მომხსენებლები. კონფერენციის მთავარი თემებია ლგბტქ+ ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის მდგომარეობა ევროპაში, დეზინფორმაცია და ანტი-გენდერული მოძრაობები. კონფერენციას ესწრებიან ლგბტქ+ თემის წევრები, უფლებადამცველები, ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.