ევროპის დღე

ევროპის დღესთან დაკავშირებით დედაენის ბაღში ღონისძიება „გამოფენა ევროპა 2022“ გაიმართა.

გამოფენაზე მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რომელსაც Erasmus-ი და ევროპის სოლიდარობის კორპუსი ქართველ ახალგაზრდებს სთავაზობს. ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობები, მათ შორის სემინარები, რომლებიც 20 საათზე მუსიკალური კონცერტით დასრულდება.