„თბილისი პრაიდის“ კვირეული

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, დღეს რეგიონული ლგბტქ კონფერენცია იმართება. ეს რიგით მეორე ღონისძიებაა. დღევანდელ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ლგბტქ აქტივისტები და უფლებადამცველები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, მოლდოვიდან და თურქეთიდან. კონფერენციაზე განსახილველ თემებს შორის არის ლგბტქ ადამიანების უსაფრთხოება და თანასწორობა აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში. ამასთან, რუსული აგრესიისა და პროპაგანდის გავლენა ლგბტქ ადამიანებზე. კონფერენციას ლგბტქ ადამიანები, მხარდამჭერები, დიპლომატიური კორპუსი, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.