დედაენის დღე

ქართული ენის დღეს აღნიშნავენ თბილისში, დედაენის ბაღში. ადგილზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის ქართული ფოლკლორული ანსამბლების გამოსვლა, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი პირები იხსენებენ 1978 წლის აპრილში განვითარებულ მოვლენებს. დედა ენის ბაღში განთავსებულია სხვადასხვა ატრაქცია , 1978 წლის მოვლენების ამსახველი ბანერი, ძველი ქართული სიტყვების განმარტებითი ლექსიკონები, ქართული ანბანის პავილიონი. ბაღში მოწყობილია ქართველ მწერალთა ნაწარმოებების გამოფენა.

დედაენის ბაღში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტიც.