გაერო-ს მონიტორინგი

საქართველოში გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში წინასწარი მონიტორინგის ანგარიში წარადგინა. მერი ლოლერი განმარტებით, ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ, როგორც საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებში, ისე საკანონმდებლო ცვლილებებში. გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა ანგარიშში ხაზი გაუსვა უფლებადამცველებთან ერთად, LGBTQI საზოგადოებასა და ჟურნალისტების საქმიანობას. ამასთან, გასცა რეკომენდაციები მთავრობის, პარლამენტარების, გარკვეული სამინისტროებისა და სახალხო დამცველის აპარატის მიმართ. ადამიანის უფლებათა საბჭოს სრული ანგარიში 2025 წლის მარტში წარედგინება.