მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლში“ შეიარაღებული თავდასხმისას დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა და 152-ს მიაღწია. მათი ნაწილი სამედიცინო დაწესებულებაში ჯერ კიდევ კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება. დაღუპულია 133 პირი. ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა – ვინ დგას ტერაქტის უკან? რუსმა სამართალდამცველებმა საქმეზე 11 პირი დააკავეს, მათ შორის ოთხი თავდასხმის უშუალო მონაწილე იყო.
თიკა მიგინეიშვილი მომხდარის დეტალებზე პირდაპირ ეთერში.