თავდასხმა მოსკოვში - ვლადიმერ პუტინის განცხადება

მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 139-მდე გაიზარდა, დაშავებულია 182 ადამიანი. რუსეთის პრეზიდენტმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით მთავრობის, რეგიონების სპეცსამსახურებისა და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა და განაცხადა, რომ დანაშაული ჩადენილია რადიკალი ისლამისტების ხელით, თუმცა, მოსკოვს აინტერესებს, ვინ არის დამკვეთი. მისივე თქმით, აშშ სხვადასხვა არხით ცდილობს დაარწმუნოს თავისი თანამოაზრეები და მსოფლიოს სხვა ქვეყნები, რომ მოსკოვის ტერაქტში, სავარაუდოდ, არ არსებობს კიევის კვალი. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ტერაქტი შეიძლება გამოიყენონ უკრაინაში იმის საჩვენებლად, რომ „ყველაფერი დაკარგული არ არის“ და მობილიზაცია წაახალისონ.