თავდასხმა „კროკუს სითი ჰოლში“

მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაზარალებულთა ახლობლების გაუჩინარებაზე ვრცელდება ინფორმაცია. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში წერია, რომ უწყებაში 143 განცხადება შევიდა დაზარალებულებისგან ტერორისტული თავდასხმის შედეგად მათი ნათესავების ან ახლობლების გაუჩინარების შესახებ. „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. დაღუპულია 139 ადამიანი, დაშავდა 182. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.