შეიარაღებული თავდასხმა სტამბოლში

სტამბოლში კათოლიკურ ეკლესიას შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ. დაღუპულია ერთი ადამიანი. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ორი ნიღბიანი თავდამსხმელი იტალიურ ეკლესიაში წირვის დროს შეიჭრა. შემთხვევა სარიერის რაიონში, სანტა მარიას ეკლესიაში, ადგილობრივი დროით 11:40-ზე მოხდა. ფაქტს გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი. რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია და პოლიცია დამნაშავეებს უახლოეს საათებში დააკავებს. მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა, რომის პაპმაც.