ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილების დაკავება

15:27, 26.03.2024

თურქეთში სამართალდამცველებმა დააკავეს 147 ადამიანი, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამულ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან ეჭვმიტანილები. ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სოციალურ ქსელ X-შ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი ერლიკაია წერს, სპეცოპერაცია ერთდროულად თურქეთის 30 პროვინციაში ჩაატარეს. მისივე თქმით, დაკავებულთა ერთი ნაწილი „ისლამური სახელმწიფოს” მხარეს იბრძოდა სხვადასხვა ქვეყნებში, ხოლო მეორე ნაწილი ტერორისტულ დაჯგუფებას აფინანსებდა.

მსგავსი