თურქეთში სამართალდამცველებმა დააკავეს 147 ადამიანი, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამულ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან ეჭვმიტანილები. ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სოციალურ ქსელ X-ში თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი ერლიკაია წერს, სპეცოპერაცია ერთდროულად თურქეთის 30 პროვინციაში ჩაატარეს. მისივე თქმით, დაკავებულთა ერთი ნაწილი „ისლამური სახელმწიფოს” მხარეს იბრძოდა სხვადასხვა ქვეყნებში, ხოლო მეორე ნაწილი ტერორისტულ დაჯგუფებას აფინანსებდა.