თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე დაზვერვის სამსახურის, სამხედრო დაზვერვისა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს მოუსმენენ. სხდომა ერთ საათში დაიწყება. წარადგენენ რეგიონული უსაფრთხოების გარემოს შესახებ შეფასებებს და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე გაამახვილებენ ყურადღებას. ისაუბრებენ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომზე და არსებულ გამოწვევებზე.