ბენ ჰოჯესი არასამთავრობო სექტორს შეხვდა

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილ მეთაურს, გენერალ ბენ ჰოჯესსა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარს, შოთა ღვინერიას შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი შედეგები რეგიონული უსაფრთხოებისთვის და საქართველოსთვის. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.