თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა

15:50, 14.01.2022

გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გარემო, არსებული და მოსალოდნელი საფრთხეები და გამოწვევები – ამ თემებზე ისაუბრეს დღეს პარლამენტში. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს მოხსენებით დაზვერვის სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მიმართეს. იმსჯელეს ჰიბრიდულ ომზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზეც.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ უწყებები სათანადოდ მუშაობენ საფრთხეებისა და გამოწვევების დასაძლევად.

მსგავსი