საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში

საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში გრძელდება. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ქართულ მხარეს დღეს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლებენ, ასევე დისკუსიები გაგრძელდება ბრიტანეთის პარლამენტშიც. საუბრის ძირითადი თემა ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერა და ევროინტეგრაციის პროცესია.

მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა ერთმანეთს გაუზიარონ სამომავლო გეგმები თანამშრობლობასთან დაკავშირებითაც. უკვე გაიმართა შეხვედრა საქართველო-დიდი ბრიტანეთის მეგობართა ჯგუფის ფორმატში. ქართველი დეპუტატები ენერგოუსაფრთხოების კონფერენციასაც დაესწრნენ, სადაც გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და გაუარესებული უსაფრთხოების ფონზე, ენერგოდამოუკიდებლობისა და დივერსიფიკაციის გზებზე მსჯელობდნენ.