პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ბრიუსელში

ბრიუსელში დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოვა. დაგეგმილია შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანასთან. განხილვის მთავარი თემაა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია, რეგიონული უსაფრთხოება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები.
შალვა პაპუაშვილი მეორე დღეა, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს მართავს. გუშინ დისკუსიები შედგა ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ელჩებთან.

ბრიუსელიდან თეონა მანაგაძე.