საქართველოს პარლამენტში მთიანი ყარაბაღის საკითხზე იმსჯელებენ. განხილვა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში იგეგმება. კომიტეტის დღის წესრიგში აღნიშნულია, რომ დისკუსია გაიმართება თემაზე – „მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამშვიდობო შეთანხმების გავლენა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების გარემოზე“. კომიტეტის ფარგლებში, დეპუტატები დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებს მოუსმენენ. კომიტეტის სხდომა, სავარაუდოდ, დახურული იქნება.