ლაჩინის დერეფნის კრიზისი

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გამო ურთიერთობა კვლავ დაძაბულია.

ამჯერად უთანხმოების მთავარი მიზეზი ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვაა, რომლითაც სომხეთი ყარაბაღში მყოფ სომხებთან საკომუნიკაციო ხაზს ინარჩუნებს. მეორე ომის შემდეგ აზერბაიჯანმა ყარაბაღის უდიდესი ნაწილი დაიკავა, ლაჩინის დერეფანში კი, რომელიც სომხეთის საზღვარს ქალაქ სტეფანაკერტთან აკავშირებს, უსაფრთხოების უზრუნველყოფა რუს სამშვიდობოებს დაევალათ. სადავო რეგიონში საკომუნიკაციო არხი აზერბაიჯანელი ეკო-აქტივისტების პროტესტის შემდეგ ჩაიკეტა, რომლებიც ადგილზე ძვირფასი ლითონების მოპოვებას აპროტესტებენ. შედეგად ადგილზე სურსათის და მედიკამენტების დეფიციტი შეიქმნა. ურთიერთობის გამწვავების ფონზე მოსკოვში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრა ჩაიშალა.